„ყირიმში არ არის „პლაჟები“, „ტურისტული ზონები“ და „მშვიდობის“ გამოგონილი ნიშნები. ყირიმში სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს" | პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

სევასტოპოლზე, გუშინდელი თავდასხმის შემდეგ რუსეთის ბრალდებებს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი პასუხობს და წერს, რომ ყირიმი არ შეიძლება ჩაითვალოს სამშვიდობო ზონად, რადგან ის არის ოკუპირებული ტერიტორია, სადაც ომი მიმდინარეობს.

„ყირიმში არ არის და არ შეიძლება იყოს „პლაჟები“, „ტურისტული ზონები“ და „მშვიდობიანი ცხოვრების“ სხვა გამოგონილი ნიშნები. ყირიმი, რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს, სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. იგივე ომი, რომელიც რუსეთმა მხოლოდ გენოციდური და აგრესიული მიზნებით გააჩაღა. ყირიმი ასევე არის დიდი სამხედრო ბანაკი და საწყობი, ასობით პირდაპირი სამხედრო სამიზნეებით, რომელთა შენიღბვას და საკუთარი სამოქალაქო სამიზნეებით დაფარვას რუსები ცინიკურად ცდილობენ. რომლებიც, თავის მხრივ, არიან... სამოქალაქო ოკუპანტები“. წერს პოდოლიაკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი