"რა სანქციის მეილი უნდა მომსვლოდა? ასეთი ინფორმაცია არ მაქვს - გამოვიდნენ და თქვან, თუ დამასანქცირეს" | ოხანაშვილი

გამოქვეყნდა:

"რა სანქციის მეილი უნდა მომსვლოდა? ასეთი ინფორმაცია არ მაქვს - გამოვიდნენ და თქვან, თუ დამასანქცირეს", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი, აშშ-ის მიერ სანქცირებული ანრი ოხანაშვილი "მთავარი არხის" ჟურნალისტის შეკითხვებს პასუხობს და ეხმაურება ჩვენივე ინფორმაციას, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებული ერთ-ერთი დეპუტატი სწორედ ოხანაშვილია. 

"რა სანქციის მეილი... რა სანქციის მეილი უნდა მომსვლოდა... არა, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს მე. [ჟურნ: მეილი შეამოწმეთ?] რავიცი, ვამოწმებ ძალინ ინტენსიურად. ბევრი მეილი მაქვს და ყველა ი-მეილს ვამოწმებ. მართლა? მერე გამოვიდნენ, თქვან, რამე უჭირთ თუ დამასანქცირეს? ყველა იმეილს ვამოწმებ რა თქმა უნდა რაც აქტუალურია ვამოწმებ... მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს... თქვენ ხომ დამნიშნეთ უკვე გენპროკურორად... საკითხი რაც დღის წესრიგში არ დგას, ვერ იქნება განხილული", - ამბობს ოხანაშვილი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი