Edison Research: ვაკესა და გლდანში ოპოზიცია ლიდერობს-ამომრჩევლების 75% არჩევნებზე მიდის

გამოქვეყნდა:

ვის მისცემდით ხმას, საპარლამენტო არჩევნები რომ დღეს ჩატარდეს, Edison Research-ის კვლევის შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება - 38%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - 15%
  • ევროპული საქართველო - 6%
  • 23% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემდა ხმას
  • გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი - 4%
  • ლეიბორისტული პარტია - 3%
  • ლელო - 3%
  • პატრიოტთა ალიანსი - 3%
  • გირჩი - 3%
  • მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 1%
  • დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო - 1%
  • 1%-ზე ნაკლებია : გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი), სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია), თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა).

კვლევა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით 25 აგვისტო - 7 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა და პირისპირ, მთელი ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა), შემთხვევითი შერჩევის მეთოდით საარჩევნო უფლების მქონე 2850 ადამიანი გამოიკითხა. შედეგების ცდომილება + - 2.0%-ია.

ამავე კვლევით, მოსახლეობის 57%-ს, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარლამენტში ახალი მმართველი პარტია, ან პარტიები სურს, ხოლო 43% -ს ისევ "ქართული ოცნების" დარჩენა უნდა.

გარდა ამისა, კვლევით ირკვევა, რომ 31 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე დიდი აქტივობა იქნება- გამოკითხული მოსახლეობის 94% არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხული რესპონდენტების 75% ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნამდვილად მიიღებს. 19% კი ამბობს, რომ "ალბათ მიიღებს".

მაჟორიტარობის კანდიდატები

  • ვაკის მაჟორიტარული ოლქში ოპოზიციის კანდიდატს ელენე ხოშტარიას 39%-იანი მხარდაჭერა აქვს, ხოლო მის კონკურენტს "ქართული ოცნებიდან" ნოდარ ტურძელაძეს - 37%;
  • ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს გლდანის მაჟორიტარულ ოლქშიც. ნიკა მელიას ამომრჩევლების 52% უჭერს მხარს, ხოლო სახელისუფლებო კანდიდატს ლევან კობიაშვილს 33%;
  • მთაწმინდა - ოპოზიციის ერთიან კანდიდატს შალვა შავგულიძეს 36%, ხოლო "ოცნებიდან" ბექა ოდიშარიას 49% უჭერს მხარს.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი