"ეს შორისდებულები, რომ მოშორდება: სანქციებს, იმეებს, ამეებს, შემდეგ ვილაპარაკოთ" | ზავრადაშვილი EU-ზე

გამოქვეყნდა:

"როცა მორჩება ასეთი შორისდებულები, როგორიცაა: შესაძლოა, ალბათ, მერე გავაკეთებ კომენტარს" - ასე ეხმაურება რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" ირმა ზავრადაშვილი ევროკავშირის პოზიციას, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის ყველა ფორმატი მკაცრად გადაიხედება.   

"როცა მორჩება ასეთი შორისდებულები, როგორიცაა: შესაძლოა, ალბათ, სავარაუდოდ, ველოდებით, ვნახოთ - ესენი, რომ დასრულდება და კონკრეტული იქნება, მერე გავაკეთებ კომენტარს. 2030 წელს, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება და გახდება თან ძალიან დიდი ღირსებით და ეს შორისდებულები, რომ მოშორდება: სანქციებს, იმეებს, ამეებს, შემდეგ ვილაპარაკოთ მაგ საკითხზე" - ამბობს ზავრადაშვილი

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი