"შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, გავყინავთ მხარდაჭერას მთავრობისათვის" | ბორელი

გამოქვეყნდა:

"შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე, გავყინავთ მხარდაჭერას მთავრობისათვის", - ამის სესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი საუბრობს

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში რუსული კანონის მიღებაა, რაც საქართველოს ევროკავშირთან, დაახლოების ნაცვლად, აშორებს. ბორელი ამბობს, რომ ეს ზომები დაუყოვნებლივ განხორციელდება. 

"დინამიკა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ მიმდინარეობს. მინისტრების უმრავლესობაც ნათლად აცხადებდა, რომ საქართველო ევროკავშირს შორდება და თუ ქვეყნის ხელისუფლებამ არ შეიცვალა მოძრაობის მიმართულება, ქვეყანა ევროპულ გზას ვერ დაუბრუნდება. ნათლად და კონკრეტულად ვაცხადებ - კურსს თუ არ შეცვლის, საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე პროგრესს ვერ მიაღწევს. 

პარალელურად, ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მისამართით მხარდაჭერას, რათა დეზინფორმაციას ებრძოლოს და საარჩევნო პროცესს მხარი დაუჭიროს. მე დავარიგე სპეციალური დოკუმენტი და სიტუაციის მონიტორინგს გავაგრძელებთ. 

განვახორციელებთ ყველა საჭირო ზომას - შევამცირებთ პოლიტიკურ კონტაქტებს საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე გავყინავთ მხარდაჭერას მთავრობისათვის და გადავხედავთ ევროპული საკრედიტო დაფინანსების ხაზებსაც. ეს დაუყოვნებლივ მოხდება დაუყოვნებლივ. სიტუაციას დავაკვირდებით და გაუარესების შემთხვევაში დამატებით ზომებს მივიღებთ", - განაცხადა ბორელმა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი