ევროპული დაფინანსება სხვადასხვა პროექტებზე 15 მილიარდს აღემატება | რას კარგავს ქვეყანა "ოცნების" პოლიტიკით?

გამოქვეყნდა:

"ოცნების" ანტიევროპული პოლიტიკის გამო, საქართველოში მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას ემუქრება საფრთხე. საქართველოსთან დაკავშირებით საბოლო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 27-28 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებს, თუმცა იქამდე, გუშინ, ევროკომისარმა ჯოზეფ ბორელმა დაადასტურა, რომ  განიხილება ფინანსური მხარდაჭერის გადახედვა და გაყინვა.

ამ დროისთვის ევროპული დაფინანსებით ქვეყანაში განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 15 მლრდ ლარს აღემატება და მათი დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურაზე, გზებზე, სკოლებსა და ენერგეტიკაზე მოდის. 

დაფინანსების ნაწილი გრანტია, ნაწილი კი გრძელვადიანი შეღავათიანი კრედიტები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა ევროპული ფონდებიდან ათჯერ უფრო მეტს იღებს ვიდრე არასამთავრობო სექტორი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი