მარნეულში ერთმანეთს 7 ავტომობილი შეეჯახა | დაშავდა 4 მცირეწლოვანი

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში - ერთმანეთს 7 ავტომობილი შეეჯახა. ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად 4 მცირეწლოვანი დაშავდა, აქედან ორი უკვე გადაყვანილია ადგილობრივ საავადმყოფოში.

ადგილზე მობილიზებული არინ სამართალდამცავები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილზე მყოფები ყვებიან, რომ "ფორდის" ტიპის მიკროავტობუსი დიდი სიჩქარით მოძრაობდა, რის შედეგადაც გზაზე გაჩერებულ მანქანებს დაეჯახა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი