"მეილზე შეტყობინება არავის მისვლია და ეტყობა, ცხენებით გამოუშვეს" | დავითულიანი ამერიკულ სანქციებზე

გამოქვეყნდა:

"ოცნების" დეპუტატ ბექა დავითულიანისთვის ამერიკული სანქციები ქილიკის საგანია. ის ისევ კატეგორიულად უარყოფს, რომ მის თანაპარტიელებს სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ:

"შეტყობინება გაუგზავნაო ამბობს ერთი პირი და ადრესატი, ვისაც უნდა მისვლოდა არ მისვლია. ესე იგი არ დაგზავნეს. ე.ი. ეტყობა, ცხენებით გამოუშვეს და ორ კვირაში, გემიდან ცხენი რომ გადმოვა და მერე ბათუმიდან თბილისამდე ჩამოაღწევს, მოვა. მეილზე შეტყობინება არავის მისვლია," - ამბობს დავითულიანი ჟურნალისტებთან.

აშშ-ს მიერ სანქცირებული მაღალჩინოსნების სიის შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ანრი ოხანაშვილის გარდა, რომელზეც ინფორმაცია "მთავარმა არხმა" გაავრცელა,  სანქცირებულია აგრესიით გამორჩეული დეპუტატი დიტო სამხარაძე და გდდ-ის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება".  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი