კრემლის პრესსპიკერი პესკოვი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, შოიგუსა და გერასიმოვის დაპატიმრების ორდერების გაცემის შესახებ, "აბსურდულს" უწოდებს და ამბობს რომ რუსეთი ICC-ის იურისდიქციას არ აღიარებს:
„აბსურდულად მივიჩნევთ, ჩვენ არ ვცნობთ ამ სასამართლოს იურისდიქციას და არ ვართ შესაბამისი დებულების წევრები. შესაბამისად, ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ბრძანებებს“, - ამბობს პესკოვი.
შეგახსენებთ, გუშინ, 25 ივნისს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ [ICC] რუსეთის ყოფილი თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა. ორდერები უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებისთვის გაიცა. კონკრეტულად კი, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისა და უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის მიყენების გამო. სასამართლოს ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი პასუხისმგებელნი არიან სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის ომის დანაშაულზე, ასევე სხვადასხვა სამხედრო დანაშაულზე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2023 წლის 9 მარტამდე პერიოდში.