"ვიმედოვნებ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს" | ზურაბიშვილი მარკ რუტეს NATO-ს გენ.მდივნობას ულოცავს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი მარკ რუტეს NATO-ს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს და X-ზე წერს, რომ იმედოვნებს, რუტეს ხელმძღვანელობა წარმატებული იქნება მათთვის, ვინც მოუთმენლად ელის ალიანსში გაწევრიანებას. 

ზურაბიშვილმა იენს სტოლტენბერგს მადლობა გადაუხადა განვლილი საქმიანობისთვის:

"ვულოცავ მარკ რუტეს NATO-ს გენერალურ მდივნად არჩევას. ამ გადამწყვეტ და რთულ დროს, თქვენი როლი არსებითი იქნება გრძელვადიანი მშვიდობის აღდგენის პროცესში დემოკრატიისა და თავისუფლების შესანარჩუნებლად. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი ხელმძღვანელობა იქნება წარმატებული ახალი და მჭიდრო კავშირების დამყარების მათთვის, ვინც მოუთმენლად ველით გაფართოებულ ალიანსს. მადლობა იენს სტოლტენბერგს სამაგალითო სამსახურისა და თავდადებისთვის!" - წერს ზურაბიშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი