სამ საათში ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტი იწყება.სადაც პასუხი გაეცემა მთავარ კითხვას - შეერთებული შტატების შემდეგ როგორ უპასუხებს ამჯერად ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლების პრორუსულ პოლიტიკას. განიხილება ყველა შესაძლო სცენარი.
ამ სცენარებზე განცხადება ლუქსემბურგის მინისტერიალის დასრულების შემდეგ ჯოზეფ ბორელმა ისაუბრა. ევროკომისარი ამბობს, რომ ევროკავშირი განიხილავს საქართველოს მთავრობასთან პოლიტიკური კონტაქტების შემცირებას, მთავრობის ფინანსური დახმარების გაჩერებას, ასევე აპირებს გადახედოს ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს დახმარებას.
გარდა ამისა, ბორელმა "ოცნების" ხელისუფლებისა და მისი პრემიერის, კობახიძის დეზინფორმაციულ განცხადებებსაც უპასუხა, თითქოს რუსულმა კანონმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი გაზარდა- "მინდა გარკვევით ვთქვა: არა. არა, ეს კანონი საქართველოს ევროკავშირს აშორებს. უფრო მკაფიო ვერ ვიქნები" თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა 24 ივნისს
სამიტი ხვალ, 28 ივნისს დასრულდება და კონკრეტული გადაწყვეტილებებიც სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.