"ამ ომში გადაწყვეტილების ნებისმიერი შეფერხება ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავს" | ზელენსკი ვოლნიანსკის თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"შვიდი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, დაიღუპა რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად ზაპორიჟიეს რეგიონში. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა. ამ დროისთვის ცნობილია თერთმეტი დაშავებულის შესახებ - მათგან სამი ბავშვია. ყველა სერვისი ადგილზეა და შეძლებისდაგვარად ეხმარება ადამიანებს. სამწუხაროდ, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კვლავ გაიზარდოს. ჩვენი ქალაქები და თემები ყოველდღიურად ექცევიან რუსული თავდასხმების ქვეშ, მაგრამ არსებობს მისი დაძლევის გზები: გაანადგურეთ ტერორისტები იქ, სადაც ისინი არიან, გაანადგურეთ რუსული რაკეტების გამშვები დანადგარები, გაზარდეთ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა უკრაინაში. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვინც მეხმარება. გადაწყვეტილებები უნდა დაჩქარდეს. ამ ომში გადაწყვეტილების ნებისმიერი შეფერხება  ადამიანის სიცოცხლის დაკარგვას ნიშნავს."

აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლნიანსკში მომხდარი მასშტაბური რუსული თავდასხმის შესახებ საუბრისას. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი