ვოლნიანსკში სამძებრო სამუშაოები დასრულებულია | დაშავებულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების მიერ დაბომბილ ვოლნიანსკში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულებულია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, 7 დაღუპულს შორის 2 ბავშვია, დაშავებულების რაოდენობა კი 31-მდე გაიზარდა, საიდანაც 8 ბავშვია. ამ დროისთვის, რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

უწყება წერს, რომ თავდასხმის შედეგად რამდენიმე ლოკაციაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი