ეგზიტპოლის მონაცემებით, საფრანგეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია ლიდერობს

გამოქვეყნდა:

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ეგზიტპოლის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების" პარტია ლიდერობს. ამ დროისათვის, Ispsos Talan-ის გამოკითხვებით მას  34% აქვს. ხოლო მემარცხენე "ახალი სახალხო ფრონტი" მეორე ადგილზეა 28,5%-ით.

მესამე ადგილზე კი 23%-ით პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ალიანსი გავიდა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელიც ემანუელ მაკრონმა მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მისი ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა. 

ეს არის ორტურიანი არჩევნები და 577-მანდატიან ეროვნულ ასამბლეაში მანდატების ზუსტი განაწილების და საბოლოო შედეგების დადგენა 7 ივლისს დაგეგმილი მეორე ტურის დასრულებამდე არ იქნება შესაძლებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი