"პროვოცირებისთვის ბევრს აკეთებენ, თუნდაც ლომისასთან დაკავშირებით" | ვოლსკი ანტისაოკუპაციო მოძრაობაზე

გამოქვეყნდა:

"საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე" მიღებულ გადაწყვეტილებას უწოდებს "ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების არშეშვებას ჩორჩანას ტყის ტერიტორიაზე. ვოლსკი ამბობს, რომ მოძრაობის წარმომადგენლების მხრიდან ხშირია პროვოკაციები:  

"მე არ ვიცი, რა მოხდა, თუმცა თუ ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე ხდება, რომელიც ქვეყანას გააჩნია და არა კონკრეტულ პიროვნებებს, რომლებიც ხშირად პროვოცირებისთვის ყველაფერს აკეთებენ, როგორც ვიხილეთ ლომისასთან დაკავშირებით, როდესაც ისტერიკული განცხადებები კეთდებოდა, როდესაც შეიჭრნენ ეკლესიაში და ცდილობდნენ დაპირისპირება გაეღვივებინათ ისეთ ვითარებაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას დააზიანებდა." - განაცხადა ვოლსკიმ.

ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან გადაადგილების საშუალება არ მისცეს, დავით ქაცარავამ გუშინ, 30 ივნისს გაავრცელა. მისი ვარაუდით, ჩორჩანას ტყე ოკუპანტების ახალი სამიზნეა.

გარდა ამისა, როგორც ქაცარავა ავრცელებს ინფორმაციას, ოკუპანტები  დამატებით ინფრასტრუქტურას აწყობენ გრემისხევის თავზეც, სადაც  უკვე დაამონტაჟეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის  სადგომი

 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი