აშშ-ის მხრიდან სანქცირებული ძალოვნები | "მთავარი არხისთვის" ცნობილია ახალი გვარები - დეტალები "მთავარში" 9 საათზე

გამოქვეყნდა:

ახალი გვარები შეერთებული შტატების მიერ დასანქცირებულთა სიიდან - "მთავარმა არხმა" ქართული ოცნების იმ მაღალჩინოსნების ვინაობა გაარკვია, რომლებსაც ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფო შეზღუდვებს უწესებს. ამჯერად საუბარია ძალოვანი უწყების ზედა რგოლზე და იმ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც მხილებული არიან  საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებში. ვინ არიან სანქცირებულთა სიის ფიგურანტები, დეტალები "მთავარში"  9 საათზე. 

შეგახსენებთ, მთავარი არხის ინფორმაციით, აშშ-ის სანქცირებულთა სიაშია ასევე ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიტო სამხარაძე და გდდ-ის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება."

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი