გომელაური, კუპატაძე, სირაძე | "მთავარი არხის" ინფორმაციით, აშშ-მა ძალოვანი მაღალჩინოსნები დაასანქცირა

გამოქვეყნდა:

სამი ახალი სანქცირებული მაღალჩინოსანი და სამივე პოლიციის უმაღლესი რანგის ოფიცერი - "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება სანქცირებული პოლიციის შეფების გვარები. ესენი არიან - შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, კრიმინალური პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე და საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე 

სამივე მაღალჩინოსნის მიმართ სანქციები უკვე ამოქმედებულია და მათ შეერთებულ შტატებში შესვლა ეკრძალებათ. 

"მთავარი არხი" მთელი დღე ცდილობდა სამივე დასახელებულ მაღალჩინოსანთან დაკავშირებას, თუმცა ჩვენს სატელეფონო ზარს, მხოლოდ თეიმურაზ კუპატაძემ უპასუხა. ის გადაჭრით ვერაფერს ამბობს და პირდაპირ არ პასუხობს შეკითხვას, ცნობილია, თუ არა რომ აშშ-მა სავიზო შეზღუდვები დაუწესა:

"თქვენ საიდან გაიგეთ?... არა, [არ მიმიღია ცნობა]... თქვენ გიხარიათ ეგ?" - გვპასუხობს კუპატაძე. 

შეგახსენებთ, მთავარი არხის ინფორმაციით, აშშ-ის სანქცირებულთა სიაშია ასევე ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, დიტო სამხარაძე და გდდ-ის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე "ხარება."

მთავარი 8:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი