ბიძინა ივანიშვილი ვითარების გადარჩენას და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დარეგულირებას ცდილობს. გიორგი გახარია დღეს ავრცელებს ინფორმაციას ოლიგარქის მიერ ვაშინგტონში საგანგებო დავალებით გაგზავნილი ემისრის შესახებ. ივანიშვილის ხელისუფლების ყოფილი პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ოლიგარქმა ამერიკაში ძალოვანი მაღალჩინოსანი გაგზავნა. ვინ - გახარია არ განმარტავს, თუმცა დადასტურებულად შეიძლება თქმა, რომ შეერთებულ შტატებში ბოლო დროს სუსის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი იმყოფებოდა. ამ ფაქტს სუსიც ადასტურებს.