"თქვენ საიდან გაიგეთ?... გიხარიათ?" | კუპატაძე აშშ-ის მხრიდან დასანქცირებაზე "მთავარის" კითხვებს პასუხობს

გამოქვეყნდა:

შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე აშშ-ის მხრიდან დასანქცირებაზე "მთავარის" შეკითხვებს მოკლე სატელეფონო კომენტარით პასუხობს - "თქვენ საიდან გაიგეთ?... არა [არ მიმიღია ცნობა] თქვენ გიხარიათ ეგ?" -ამბობს კუპატაძე.

რაც შეეხება შს მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და საპატრულო პოლიციის უფროსს, ვაჟა სირაძეს - მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

შეგახსენებთ, "მთავარი არხისთვის" დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სანქცირებულთა სიაში ვახტანგ გომელაური, ვაჟა სირაძე და თეიმურაზ კუპატაძე მოხვდნენ. მათ სავიზო შეზღუდვა დაუწესდათ და შტატებში შესვლა აეკრძალათ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი