კრიზისების დროს სახლმწიფოს რეაგირება - ბათუ ქუთელია კრიტიკული ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე

გამოქვეყნდა:

კრიზისების დროს, როგორიცაა პანდემია, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი გამოწვევაა კრიტიკული ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობა. 

ამ თემაზე ვრცლად ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა. ბათუ ქუთელია მიიჩნებს, რომ კრიზისების დროს,  "სწორი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან გამართულ ინსტიტუციებს საჭიროებს; საქართველოს რეალობაში სატრანსპორტო ლოჯისტიკა, ჯანდაცვა და საკომუნიკაციო სისტემები განხილული შეიძლება იყოს, როგორც მთავარი კრიტიკული ინფრასტრუქტურა." 

ქუთელია ასევე თვლის, კრიტიკული ინრასტრუქტურის გამართულად მართვისთვის, საჭიროა კერძო სექტორისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობა, რათა ინსტიტუციების "კასკადური რღვევა არ მოხდეს". 

ამ საკითხებზე ბათუ ქუთელიამ სტატიაც მოამზადა - "სტრატეგიული რეაგირება პანდემიასა და პანდემიის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებზე საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის პოლიტიკის შემუშავების გზით".

სტატიაში საუბარია იმ ტენდენციებსა და  შედეგებზე, რაც ამ დროისთვის ეპედემითაა გამოწვეული, მათ შორის "სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე, ანუ კრიტიკულ ეროვნულ ინფრასტრუქტურაში ინვესტირების გაგრძელების აუცილებლობა; პანდემიის კასკადური ეფექტი კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა კომპონენტებზე, როგორებიცაა მიწოდების ჯაჭვები, სურსათის მარაგი, კარგი მმართველობა და სხვა."

შეგახსენებთ, სტატია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის ფარგლებში, გერმანიის მარშალის ფონდის მხარდაჭერით მომზადდა. ეს სტატია იმ პუბლიკაციებს შორისაა, რომლებიც კოვიდის პერიოდის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებზეა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი