ალბათ დამაკავებენ, იმიტომ, რომ ამათგან სხვა არაფერს ველოდები | იოსებ ბაბაევს ბრალს წარუდგენენ

გამოქვეყნდა:

ბიზნესმენს, აქტივისტს, იოსებ ბაბაევს დღეს პროკურატურა ბრალს ოფიციალურად წარუდგენს, რის შემდეგაც მის წინააღმდეგ აღკვეთ ღონისძიებაზე გორის სასამართლო იმსჯელებს.  ანტისაოკუპაციო "რესტო ბარის" დამფუძნებელი ფიქრობს, რომ მას დააკავებენ.

"ალბათ დამაკავებენ, იმიტომ, რომ ამათგან სხვა არაფერს არ ველოდები, ეს არის ბოროტი სისტემა, მოძალადე სისტემა. სავარაუდოდ შურისძიების მიზნით, კიდევ აგრძელებენ რეპრესიებს და კიდევ აგრძელებენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას", - ამბობს იოსებ ბაბაევი. 

ბაბევის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ წინა ინსტანციის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეცვალა. სააპელაციომ აქტივისტის მანქანის ჩხრეკა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს კანონიერად ცნო.

იოსებ ბაბაევი 5 ივნისის ღამეს დააკავეს. პოლიციამ მას ჩასაფრება იმ ტერიტორიაზე მოუწყო, რომელიც სათვალთვალო კამერებით არ კონტროლდება. მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდნენ, თუმცა უფლებადამცველისა და მეგობრების ინფორმაციით, "მაკაროვი" და "კალაშნიკოვი" მანქანაში ბაბაევს პოლიციელებმა ჩაუდეს. იხილეთ: 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი