სააპელაციომ ბაბაევის წინააღმდეგ პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა | უწყებას შეწყვეტილი გამოძიების განახლების საშუალება ექნება

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტის, ბიზნესმენის იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლემ პირადი ჩხრეკისას, გამოძიების ვერსიით, ამოღებული მაკაროვის ტიპის იარაღი უკანონოდ ცნო, ხოლო მანქანიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნია.

პროკურატურას შეწვეტილი გამოძიების განახლების და ბაბაევისთვის ბრალის წაყენების საშუალება ექნება.

წინა ინსტანციის სასამართლოში, მოსამართლე ლევან დარბაიძემ დაუშვებლად ცნო შსს-ს მტკიცებულებები, შესაბამისად პროკურატურას ბაბაევისთვის ბრალის წარდგენის საშუალება არ ჰქონდა. დაკავებული აქტივისტი გათავისუფლდა. იხილეთ ასევე:

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი