რუსების მიერ, დნიპროს დაბომბვის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა 4 და დაშავდა 34 მშვიდობიანი მოქალაქე. დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, დაშავებულებიდან ორი მძიმე მდგომარეობაშია.
ხვალ, 4 ივლისს, ქალაქში გლოვის დღე გამოცხადდა.
რუსეთის არმიამ დნიპროს რაკეტებითა და უპილოტო თვითმფრინავებით დღეს დილით შეუტია.