აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. რაზე ისაუბრეს დიპლომატმა და ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, უცნობია. დეგნანი შეხვედრის დეტალებზე არაფერს ამბობს.
სავარაუდოდ დახურული შეხვედრის მთავარი საკითხი სწორედ წინასაარჩევნო პროცესი და მოახლოებული არჩევნები იყო.
„ჩემი, როგორც ამერიკის ელჩის საქმეა შევხვდე საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელს, ეს იქნება ბიზნესწრეები სამოქალაქო საზოგადოება, სტუდენტები თუ სხვა, რათა განვიხილოთ საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის“ ამბობს კელი დეგნანი