
"ქართული ოცნების" მსგავსად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ანდრეი ნასტასინი ბალტიის ქვეყნებს რევოლუციისკენ მოწოდებაში ადანაშაულებს. ის ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტს გამოეხმაურა:
"ტალინი, რიგა და ვილნიუსი უკიდურესად დესტრუქციულ ხაზს იკავებს. ნატო-სა და ევროკავშირის ამ „ძველთაგან“ სწავლების გაკვეთილები ბოლო დროს საქართველოში გაგრძელდა. ამერიკელი ვ.ნულანდის კიევში მოგზაურობის მაგალითზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გ.ლანდსბერგისი პირადად შეუერთდა თბილისში მომიტინგეების მსვლელობას და ფაქტობრივად ხელისუფლების შეცვლისა და რევოლუციისკენ მოუწოდებდა." თქვა ანდრეი ნასტასინმა
შეგახსენებთ, გაბრიელიუს ლანდსბერგისი კოლეგებთან ერთად თბილისში 15 მაისს იმყოფებოდა. 4 ქვეყნის საგარეო უწყების პირველი პირები რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციას შეუერთდნენ და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
მას შემდეგ, პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს "ოცნების" ხელისუფლება "არჩეული მთავრობის დამხობის მოწოდებაში" ადანაშაულებს.