"ჩვენ არასდროს დაგტოვებთ მარტო" | ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრების მიმართვა აქციის მონაწილეებს

გამოქვეყნდა:

რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმართავენ. 

"სად მივდივართ?" - ჰკითხა აქციის მონაწილეებს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ქართულ ენაზე, რაზეც მათ უპასუხეს: "ევროპაში!"

"ჩვენ არასდროს დაგტოვებთ მარტო", - განაცხადა ლანდსბერგისმა. 

"სა-ქართ-ვე-ლო", - აცხადებს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

"დღეს მე აქ ვარ, თქვენს გვერდით, იმის სათქმელად, რომ თქვენ არ ხართ მარტო!", - განაცხადა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი