ჩვენი შეთავაზება, კიევისა და მისი დასავლელი მხარდამჭერების მზადყოფნის შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების საშუალებას გააჩენს | პუტინი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის მიერ შეთავაზებული უკრაინის კრიზისის მოგვარების ვარიანტი, კიევისა და მისი დასავლელი მხარდამჭერების მზადყოფნის შემთხვევაში, საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყების საშუალებას გააჩენს -  ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ასტანაში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა. 

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს პუტინის მეორე მსგავსი განცხადებაა. 

ცოტა ხნის წინ მან წამოაყენა ის პირობები, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც მოსკოვი ცეცხლს შეწყვეტს, მათ შორისაა უკრაინის მიერ ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა და იმ ტერიტორიების რუსეთისთვის გადაცემა, რომლებიც პუტინის საოკუპაციო ჯარს აქვს დაკავებული.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი