"საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას - ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს​​​​​​​" | ზურაბიშვილი "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

"საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას - ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორის" გაურკვეველი დროით გადადებას ეხმაურება. 

ევროპის გზა საფრთხის ქვეშ დააყენეს რუსული კანონის მიღებით, ამერიკელ პარტნიორების შეურაცხყოფით და მათ მიმართ წარმოთქმულ ბრალდებების (მეორე ფრონტი თუ გადატრიალებისა) შედეგად ეხლა საფრთხეს უქმნიან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც ეფუძნება ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება და ნატოს სტანდარტებზე აყვანა. 

ამას ეძახიან საქართველოს ინტერესებს… ამ დროს დასუსტებულ და იზოლირებულ საქართველოს უჩენენ ბევრად დიდ საფრთხეს, - წერს ზურაბიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი