"ცუდია ძალიან" | კობახიძე „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნების შეჩერებაზე

გამოქვეყნდა:

"ცუდია ძალიან"- ამ მცირე კომენტარით შემოიფარგლა პრემიერი კობახიძე მრავალეროვნული სამხედრო წვრთნების, „ღირსეული პარტნიორის“ განუსაზღვრელი ვადით შეჩერებაზე. დამატებით ამ თემაზე კობახიძეს დღეს არაფერი უთქვამს და აღარ უპასუხია შეკითხვაზე, რატომ მიიღო აშშ-მა ეს გადაწყვეტილება. 

ის მევიოლინე ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, აშშ-მა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა - „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. ეს ნაბიჯი ქვეყნის მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში გადადგა. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ მასშტაბური წვრთნის გაუქმების მიზეზი განპირობებულია ივანიშვილის მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ თითქოს ამერიკას საქართველოში გადატრიალება ან მეორე ფრონტის გახსნა სურს.

"ღირსეული პარტნიორი" 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა გამართულიყო.

ამ ფაქტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ "დასანანი" , მინისტრმა ჩიქოვანმა კი "გაუგებარი" უწოდა, რაზეც აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა მას ასე უპასუხა - "სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი