"ნაციონალური მასშტაბის კატასტროფა" | ნიკა გვარამია "ღირსეული პარტნიორის" წვრთნების შეჩერებაზე

გამოქვეყნდა:

"საქართველო როცა ამაში მონაწილეობას არ იღებს, არის ნაციონალური მასშტაბის კატასტროფა," - ამის შესახებ პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე, ნიკა გვარამიამ განაცხადა და "ღირსეული პარტნიორის" წვრთნებს შეჩერებას გამოეხმაურა. 

"ქართული ოცნებისეული" გამოცდილებითაც კი რეკორდულად საშინელი საკითხია. საქართველოში ომი არ იქნება და თუ ჩვენ ამას ვაცნობიერებთ და თუ ეს დანამდვილებით გვინდა რომ გარანტირებული იყოს, მაშინ უნდა ვიყოთ დაცულები და არ არსებობს მსოფლიოში დაცულობის არანაირი გარანტია, მითუმეტეს როცა რუსეთის მეზობელი ხარ, გარდა დასავლური გარანტიებისა. NATO-ს გარეშე, ევროკავშირის გარეშე ყველაფერი არის ლაყბობა და ტყუილი, ამიტომ საქართველო, როცა ამაში მონაწილეობას არ იღებს, არის ნაციონალური მასშტაბის კატასტროფა," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შეგახსენებთ, აშშ-მა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა - „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა. პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ მასშტაბური წვრთნის გაუქმების მიზეზი განპირობებულია ივანიშვილის მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ თითქოს ამერიკას საქართველოში გადატრიალება ან მეორე ფრონტის გახსნა სურს.

"ღირსეული პარტნიორი" 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე უნდა გამართულიყო.

ამ ფაქტს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ "დასანანი" , მინისტრმა ჩიქოვანმა კი "გაუგებარი" უწოდა, რაზეც აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა მას ასე უპასუხა - "სამწუხაროა, თუმცა გაუგებარი არ არის".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი