
ნატოს სამოკავშირეო სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი" წელს აღარ ჩატარდება. "ქართული ოცნების" ანტიდასავლურმა პოლიტიკამ და პროპაგანდისტულმა განცხადებებმა თავისი ძალიან ნეგატიური შედეგი გამოიღო და ეს შედეგი პირდაპირ აზიანებს ჩვენს სახელმწიფო ინტერესებსა და უსაფრთხოებას.
ეს პირველი ნაბიჯია, როცა ამერიკამ გადახედა საქართველოსთან ურთიერთობებს და თუ საქართველოს ხელისუფლებაში ისევ დარჩება პოლიტიკური ძალა, რომელიც შეერთებულ შტატებს მტრად აცხადებს და შეთქმულების თეორიებით ადანაშაულებს მოკავშირეებს წარმოუდგენელი მასშტაბის აბსურდში, მაშინ ცხადია არც ნატოში და არც ევროკავშირში არავის გაუჩნდება სურვილი ასეთი ხელისუფლების პირობებში საქართველოსთან თანამშრომლობა გააგრძელოს. ეს კი ერთადერთ რამეს ნიშნავს და სწორედ ამ მიზნის მიღწევას ცდილობს ქართული ოცნების ხელისუფლება- საქართველო მარტო დარჩეს ოკუპანტი რუსეთის პირისპირ, როგორც იოლი საკბილო.
ავტორი: ბექა ყორშია