"როგორც ჩვენი ინსტიტუტების გარანტი, პრეზიდენტი უზრუნველყოფს ფრანგი ხალხის სუვერენული არჩევანის პატივისცემას" | ელისეის სასახლე

გამოქვეყნდა:

ემანუელ მაკრონი პირობას დებს, რომ ფრანგი ხალხის არჩევანს და არჩევნების შედეგებს აღიარებს და პატივს სცემს. პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვითაც მაკრონის პარტია მეორე ადგილზეა, ელისეის სასახლის განცხადებაში ნათქვამია:

„როგორც ჩვენი ინსტიტუტების გარანტი, პრეზიდენტი უზრუნველყოფს ფრანგი ხალხის სუვერენული არჩევანის პატივისცემას...

რესპუბლიკის ტრადიციის შესაბამისად, ის დაელოდება ახალი ეროვნული ასამბლეის სტრუქტურირებას, აუცილებელი გადაწყვეტილებების მიღებამდე,”

შეგახსენებთ, 7 ივლისს საფრანგეთში ვადამდელი არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც ამ დროის მონაცემებით, მემარცხენე კოალიცია "ახალი სახალხო ფრონტი" ლიდერობს. მესამე ადგილზე კი ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენის პარტიაა.

საფრანგეთის პრემიერმინისტრის თანამდებობის დატოვება უკვე დააანონსა  გაბრიელ ატალმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი