გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბლურად მძიმეა და მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდება

გამოქვეყნდა:

გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ის კონტაქტურია და უახლოეს დღეებში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდება. ინფორმაცია გოგი წულაიას შტაბის წევრებმა რამდენიმე წუთის წინ, საგანგებო ბრიფინგით გაავრცელეს. 

"რამდენიმე წუთის წინ თავად ბატონმა გოგიმ დაგვირეკა, გამოგვიცხადა თანადგომა და რამდენიმე კვირაში თავად მოგმართავთ" - მიმართეს მათ საზოგადოებას. 

გოგი წულაია საავადმყოფოში გულის შეტევით დღეს, 16 სექტემბრის დილით გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი საქართველოს", თანათავმჯდომარე, გოგი წულაია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამტრედია-წყალტუბო-ვანის-ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

2019 წელს კი წულაია ზესტაფონის მერობის კანდიდატი იყო და ხმების რაოდენობით მესამე ადგილზე გავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი