"საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია" | თეთრი სახლი

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლი ამბობს, რომ საქართველოსთან არსებული ყველა პროგრამა გადახედვის პროცესშია - წერს ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ. მისი ცნობით, ეს განცხადება აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროსმა დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

კარპენტერის განცხადებებს რაუფოღლუ  X-ზე ავრცელებს:

"გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის სივრცეს ზღუდავს, ეს არ შეესაბამება ღირებულებებს, რომლებიც ნატო-ს ალიანსს საფუძვლად უდევს და გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ თავსებადია ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან, მათ შორის ევროკავშირთან.

ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით. ჩვენ დიდი ხანია მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 60-ზე მეტ რაუნდში საქართველოს მხარდასაჭერად. “, - აცხადებს მაიკლ კარპენტერი ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის ფარგლებში აშშ-მა მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან ტარდებოდა და წელსაც 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში უნდა ჩატარებულიყო, განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა

პენტაგონის განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნის გაუქმების მიზეზი განპირობებულია ივანიშვილის მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ თითქოს ამერიკას საქართველოში გადატრიალება ან მეორე ფრონტის გახსნა სურს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი