26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი და ისტორიული ამოცანა | ჯაფარიძე ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე

გამოქვეყნდა:

26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი და ისტორიული ამოცანა, რისთვისაც სამი რამ არის გასაკეთებელი - მოქალაქეების მობილიზაცია საარჩევნო ყუთებთან,  ხმების დაცვა და პროევროპული ოპოზიციური ძალების ისეთი კონფიგურაცია,  რომელიც ხელისუფლებას არ მისცემს საშუალებას  კრიტიკულად განწყობილი ხმები წაიღოს თვის ყულაბაში - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციაზე:

"მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური შანსი დაახლოებით 5 წელიწადში ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოს და გავხადოთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ერთადერთი, რაც ახლა ეღობება ამას არის არსებული რუსული რეჟიმი, რომელიც დღეს მართავს ამ ქვეყანას, ამიტომ 26 ოქტომბერს ამ რეჟიმის შეცვლა არის პრინციპული საკითხი, ისტორიული ამოცანა. ამის მიღწევისთვის არის სამი რამ გასაკეთებელი - მაქსიმალური მობილიზაცია საქართველოს მოქალაქეების როგორც ქვეყნის შიგნით, ისევე ქვეყნის გარეთ საარჩევნო ყუთებთან 26 ოქტომბერს, ხმების დაცვა და ისეთი კონფიგურაცია ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც არ მისცემს საშუალებას რუსულ რეჟიმს, რომ კრიტიკულად განწყობილი ხმები წაიღოს თვის ყულაბაში. 

მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ოპოზიციურ ფლანგზე ძალების კონსოლიდაცია ეხმიანება ამ სამივე ამოცანას და ამ ამოცანას ჩვენ შევასრულებთ, ჩვენ ოქტომბერში გავიმარჯვებთ. მჯერა, რომ დავძლევთ 5 წელიწადში ისეთ რაღაცას, რაც ვერ დაძლია ბევრმა თაობამ ამ ქვეყანაში. მჯერა, რომ ეს არის არამარტო ჩვენი პასუხისმგებლობა, არამედ ვგულისხმობ თითოეულ მოქალაქეს, პრივილეგიაც იმ თაობის, რომელიც ცხოვრობს ამ ქვეყანაში და რომელსაც შეუძლია აასრულოს მართლაც ისტორიული ოცნება ყველა წინა თაობების. ამიტომ გავერთიანდით დღეს ჩვენ."  განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. 

"ახალი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" გადამწყვეტი არჩევნების წინ, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას  ქმნიან: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი