ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი გაჩერდა | მედია

გამოქვეყნდა:

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო გემი Project 22870 გაჩერდა. 

სატელიტური ფოტოებით ჩანს, რომ სამხედრო ხომალდი 28 ივნისს ნოვოროსიისკის პორტში იყო გაჩერებული, 4 და 5 ივლისის ფოტოებით კი ის უკვე ოკუპირებულ აფხაზეთში ფიქსირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ხომალდი კლასიფიცირებულია როგორც სამაშველო ნავი, მისი გამოყენება სამხედრო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი.

2022 წელს  უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზმეინის კუნძულთან მსგავსი ტიპის (SB-739) ნავი ჩაძირეს, რომელსაც ანტისაჰაერო რაკეტები გადაჰქონდა. 

შეგახსენებთ, გასული წლის 5 ოქტომბერს გამოცემა Известия - ში ასლან ბჟანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც იგი ამბობს რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირის რეგიონში, რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობა იგეგმება. ამის პარალელურად ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთს ოკუპირებული სევასტოპოლიდან შავი ზღვის ფლოტის ხომალდები გაჰყავდა.

მარტში გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ადგილზე რუსული სამხედრო პორტის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი