
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეია აშშ-ის საელჩოში არასამთავრობო სექტორს ხვდება.
უზრა ზეია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდება ოპოზიციასაც, ხელისუფლების წარმომადგენლებსაც და მოინახულებს შიდა ქართლში რუსი სამხედროების მიერ გავლებულ საოკუპაციო ზოლსაც.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ზეიამ განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ აშშ შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ნაბიჯებითა და რუსული კანონის მიღებით