ამერიკა სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით | აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე თბილისშია

გამოქვეყნდა:

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეზრა ზეია საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში ის მთავრობის, სამოქალქო სექტორის, მედიის და პარლამენტის წარმომადგენლებს შეხვდება.

მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ის წერს, რომ ამერიკა შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.

"გამარჯობა! ჩამოვედით თბილისში, რათა ხაზგასმით აღვნიშნოთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი ხალხისადმი, მათ შორის მათი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა და გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებების მიმართ.

ამერიკა სერიოზულად შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს", - წერს ზეია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი