ეს იყო მოკლე სახის დეკლარაცია, აქედან გამომდინარე, საქართველოც არ იყო გამონაკლისი | დოლიძე NATO-ს კომუნიკეზე

გამოქვეყნდა:

ნატო-ში საქართველო ელჩი ვიქტორ დოლიძე ამბობს,რომ ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია არ არის ყოვლისმომცველი, არის მოკლე სახის და შესაბამისად, მასში საქართველოზე ჩანაწერიც მცირეა: 

"თუნდაც მადრიდისგან და ვილნიუსისგან განსხვავებით, ეს არ იყო მრავლისმომცველი, დეტალური დასკვნითი კომუნიკე, სადაც უკვე დეტალურად და კონკრეტულად ნებისმიერ რეგიონზე ქვეყანასთან მიმართებაში იწერებოდა უსაფრთხოებასთან ან რაიმე სხვა საკითხებთან დაკავშირებული თემები. ეს იყო პოლიტიკური მოკლე სახის დეკლარაცია, რომელიც ორმოცი თავისგანაც არ შედგება მაშინ, როცა კომუნიკე 60,70,80 და უფრო მეტიც გვქონია. აქედან გამომდინარე, საქართველოც არ იყო გამონაკლისი და არ იყო მომავალი პოლიტიკური გეგმები, როგორც ალიანსის, ასევე ჩვენი ქვეყნის." ამბობს დოლიძე.

შეგახსენებთ, ნატოს ვაშინგტონის სამიტის საბოლოო დეკლარაციის ტექსტში აღარაფერია ნათქვამი საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე და ამ მხრივ დოკუმენტი ბუქარესტის სამიტის ჩანაწერს აღარ იმეორებს. წინა დეკლარაციებისგან განსხვავებით, ცალკე ჩანაწერი აღარაა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით და მხოლოდ ერთხელაა საქართველო ნახსენები მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად იმ კონტექსტში, რომ რუსეთმა გაიყვანოს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული ჯარები.  

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი