გასული წლისგან განსხვავებით, NATO-ს 75-ე, საიუბილეო დეკლარაციის ტექსტში საქართველო მხოლოდ ერთხელ, უკრაინის და მოლდოვის კონტექსტშია მოხსენიებული

გამოქვეყნდა:

გასული წლისგან განსხვავებით, NATO-ს 75-ე, საიუბილეო დეკლარაციის ტექსტში საქართველო მხოლოდ ერთხელაა მოხსენიებული. დოკუმენტში ქვეყანა მოლდოვისა და უკრაინის კონტექსტშია ნახსენები და წერია, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი "მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ მათი თანხმობის გარეშეა განლაგებული".

აღსანიშნავია, რომ მანამდე, გასული 2023 წლის ვილნიუსის სამიტის დეკლარაციაში საქართველო 13-ჯერ იყო მოხსენიებული. მაშინ ქვეყანას დოკუმენტის მთელი ქვეთავი მიეძღვნა და ჩანაწერები შეეხებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას, საუბარი იყო რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების საჭიროებაზე, ასევე, პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

გასული წლის დოკუმენტში საუბარი ასევე შეეხებოდა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასაც, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმით (MAP) და ასევე, ნახსენები იყო წლიური ეროვნული პროგრამაც (ANP).

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი