BBC-ის ჟურნალისტის ცოლ-შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, კაცი, რომელიც BBC-ის ჟურნალისტის, ცოლისა და ორი შვილის არბალეტით მკვლელობაში იყო ეჭვმიტანილი დააკავეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

პოლიციის განცხადების თანახმად, სამმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის კაცი ხუთშაბათს, 11 ივლისის საღამოს დააკავეს.

"გამოძიება ჩქარი ტემპით მიმდინარეობს და შედეგად, ჩვენ უკვე დავაკავეთ მამაკაცი. გამოძიება ამ დროისთვის გრძელდება," - განაცხადა დეტექტივმა რობ ჰოლმა.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის ჟურნალისტის ჯონ ჰანტის ცოლი და ორი შვილი სამშაბათს საღამოს, ჩრდილოეთ ლონდონში, არბალეტით მოკლეს

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი