EURO 2024, რომელიც საქართველოსთვის და ქართული ფეხბურთის ისტორიაში გარდამტეხი იყო - ამაზე ალბათ წლები გავა და კიდევ ბევრს ისაუბრებენ და დაწერენ. ეროვნული ნაკრების თამაშმა მთელი საფეხბურთო სამყარო აალაპარაკა და დებიუტანტი საქართველოს ქომაგად აქცია.
თუმცა დღეს მოგიყვებით ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენებზე, ვისზეც მსოფლიო საუბრობს. EURO 2024-ის მთავარი აღმოჩენა და ასაკით ყველაზე პატარა ფეხბურთელი დღეს 17 წლის გახდა. ესპანეთის ნაკრებისა და ბარსელონას ფეხბურთელი ლამინ იამალი იუბილარია. მასთან ერთად ყველას დაამახსოვრდა ნიკო იულიამსიც; იამალი-უილიამსის ტანდემი ესპანეთის ნაკრებში მართლაც გამორეულად შეთამაშებული წყვილია. ევროპის ჩემპიონატზე თინეიჯერი ფეხბურთელებიდან შთამბეჭდავი იყო თურქეთის ნაკრებისა და "რეალის" 19 წლის ფეხბურთელი არდა გიულერი, რომელსაც მესის ადარებენ და რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე რონალდუს რეკორდი დაამხო.
როგორ გაიარეს გზა დიდ ფეხბურთამდე და როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებენ თინეიჯერ ფეხბურთელებს - იხილეთ დავით კობიძის სიუჟეტი.