ხელისუფლების შემცვლელ ეფექტიან ალტერნატივად 16% ენმ-ს ასახელებს, 9-9 ლელოს და სტრატეგია აღმაშენებლს - IRI

გამოქვეყნდა:

ფიქრობთ თუ არა, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია ეფექტიანი ალტერნატივაა ამ არჩევნებზე -  ამ კითხვის პასუხად IRI-ის კვლევის მონაწილეთა 56% ფიქრობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, 24-%მა არ იცის ან პასუხი არ აქვს ამ შეკითხვაზე, ხოლო 20% ფიქრობს, რომ ასეთი პოლიტიკური ალტერნატივა არსებობს. 

სასიკეთო ალტერნატივად გამოკითხულთა 16% ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს, 9-9% ლელოსა და სტრატეგია აღმაშენებელს, 5-5-% სამოქალაქო მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს, 4% აქვს - ახლადშექმნილ ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსს, გირჩსა და პატრიოტთა ალიანს 3-3%. მხოლოდ 2% აქვს ლეიბორისტულ პარტიას. 

შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 4-21 აგვისტოს ჩატარდა და 18+ ასაკის 1500 ადამიანი გამოიკითხა. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი