რუსული სამხედრო გემი ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში | "ოცნება" ამ დრომდე დუმს

გამოქვეყნდა:

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში - ოჩამჩირის პორტში რუსული გემის შესვლასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ დრომდე დუმს. სოციალურ ქსელში კი ოჩამშირის პორტში დრონით გადაღებული კადრები ვრცელდება. ასევე ტერიტორიაზე რუსული გემის შესვლა უკრაინის ყურადღების ქვეშ მოექცა. მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლება დუმს, უკრაინელი ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ ეს საყურადღებო ფაქტია, რადგან თუკი ოჩამჩირის პორტში ასეთი გაბარიტების ხომალდი შევიდა, არ არის გამორიცხული, რომ იქ მალე მსგავსი გაბარიტების რაკეტმზიდი ხომალდებიც შეიყვანონ. ინტერნეტგამოცემა „ნავალ ნიუსის“ ცნობით, რუსეთის ფლოტის სამხედრო გემი რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის პორტში ნოვო-როსიისკიდან შევიდა, სადაც ის უკანასკნელად 28 ივნისს დააფიქსირეს. შემდეგ გემი რამდენიმე დღით გაუჩინარდა და ოჩამჩირეში 4 ივლისს შენიშნეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი