IRI-ის გამოკითხულთა 74% არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, მხოლოდ 5% - არა

გამოქვეყნდა:

მიიღებთ თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებში, IRI-ის გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • დიდი ალბათობით 74% 
  • სავარაუდოდ დიახ 16% 
  • ნაკლები ალბათობით 4%
  • დიდი ალბათობით არა - 5%
  • არ იცის ან პასუხი არ აქვს 2%-ს 

    რა არის ის მთავარი, რაც თქვენს არჩევანს განსაზღვრავს ? გამოკითხულთა 33% კანდიდატებსა და პერსონალიებს ასახელებს, 23% - წარსულ გამოცდილებას, კანდიდატის პარტიული აფილაცია 15%. პლატფორმა და დაპირებები - 14%. კითხვაზე პასუხი არ აქვს 7%-ს. 

პარტიული შემოთავაზებებიდან რა განსაზღვრას თქვენს არჩევანს, ამ კითხვაზე გამოკითხულთა 72% პასუხობს - ეკონომიკურ პოლიტიკას. ჯანდაცვა და სოციალური შეთავაზებები არჩევანს განუსაზღვრავს გამოკითხულთა 56%-ს, განათლება - 17%, სასამართლო რეფორმა მხოლოდ 13% და საგარეო მიმართულებებს 10% ასახელებს, რაც ნიშნანდოვლია, რადგან წინა კვლევის თანახმად, საგარეო მიმართულება არჩევანს გამოკითხულთა 15%-ს უსაზღვრავდა. 

შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 4-21 აგვისტოს ჩატარდა და 18+ ასაკის 1500 ადამიანი გამოიკითხა. 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი