ბაჩალიაშვილის საქმეზე ე.წ. "ბუზების ექსპერიმენტი" მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

23 წლის პროგრამისტის საქმის გამოძიების ფარგლებში ე.წ "ბუზების ექსპერიმენტს" მიმდინარეობს.

საექსპერიმენტო მოქმედებას, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილიც ესწრება. 

რას ნიშნავს ბუზების ექსპერიმენტი?

რამდენიმე დღის წინ, როდესაც ბაჩალიაშვილების ოჯახი დახურულ საკალმახე "ალგეთში" იმყოფებოდა, იქ 
იგივე სახის სპეციფიური მწერები ნახეს, რაც 23 წლის პროგრამიტის ცხედარზე აღმოაჩინეს. ოჯახი ვარაუდობდა, რომ ეს შემთხვევითი არ იყო და ვიდრე დაღუპულ თამარ ბაჩალიაშვილს თავისსავე მანქანით მაწევანის ტყეში იპოვიდნენ, ცხედარი სწორედ საკალმახე, ვილა "ალგეთში" იყო დასვენებული.

ბაჩალიაშვილების ოჯახის თქმით, მათ "ბუზების ექსპერიმენტი" არ მოუთხოვიათ და ეს პროცესის გასაჭიანურებლად პოლიციას თავად სჭირდება. 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი