თბილისში სამხედრო პირის მკვლელობისთვის ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ნაფიცმა მსჯულებმა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს.

უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული თავდაცვის სამინისტროს კრწანისის სამხედრო ბაზაზე ერთად მსახურობდნენ, რა დროსაც ისინი დამეგობრდნენ. 2023 წლის 27 დეკემბერს, ბრალდებულმა დაზარალებული შურისძიების  მოტივით, პირადი უთანხმოების ნიადაგზე, საკუთარ მანქანაში, ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით მოკლა. 

ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და სასამართლომ მას სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი