მომავალი პრემიერმინისტრი პარტიული პირი უნდა იყოს - 59% - IRI-ის კვლევა

გამოქვეყნდა:

IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანამხად, მომავალი პრემიერმინისრი პარტიული პირი უნდა იყოს - ასე ფიქრობს გამოკითხულთა 59%. 16% თვლის, რომ ის შეიძლება არ იყოს პარტიული, ხოლო 25%-ს პასუხი არ აქვს. 

გამოკითხულთა 44% ფიქრობს, რომ პრემიერი საპარალმენტო უმრავლესობამ უნდა დაამტკიცოს, ხოლო 36% თვლის, რომ ის პარლამენტის მრავალპარტიულმა  კოალიციამ. 20%-ს პასუხი ამ კითხვაზე არ აქვს. 

აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევით, მაღალია იმ ადამინათა პროცენტული მაჩვენებელი ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს; მიიღებთ თუ არა მონაწილეობას 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებში, IRI-ის გამოკითხულთა პასუხები ასე გადანაწილდა: 

  • დიდი ალბათობით 74% 
  • სავარაუდოდ დიახ 16% 
  • ნაკლები ალბათობით 4%
  • დიდი ალბათობით არა - 5%
  • არ იცის ან პასუხი არ აქვს 2%-ს 

შეგახსენებთ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა, 4-21 აგვისტოს ჩატარდა და 18+ ასაკის 1500 ადამიანი გამოიკითხა.  კვლევის ცდომილება +- 2.5%-ია 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი