
"რესპუბლიკური პარტიის" ყრილობაზე დონალდ ტრამპი ოფიციალურად დასახელდა საპრეზიდენტო კანდიდატად. მან ყრილობაზე დელეგატთა ხმების საჭირო რაოდენობა მიიღო.
ყრილობა ვისკონსინის შტატში მიმდინარეობს.
იქამდე კი ტრამპმა ვიცე - პრეზიდენტობის კანდიდატიც დაასახელა. ის ოჰაიოს შტატის სენატორი ჯეიმს დევიდ ვენსი იქნება.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.