რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე, სომხეთმა აშშ-სთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყო

გამოქვეყნდა:

15 ივლისს, სომხეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად სამხედრო წვრთნები The Eagle Partner დაიწყო. 

სომხეთის თავდაცვის მინისტრის, სურენ პაპიკიანის განცხადებით, წვრთნები მიზნად ისახავს ორი ქვეყნის ჯარებს შორის თავსებადობის გაზრდას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისას.

წვრთნებში მონაწილეობენ სომხური სამშვიდობო ძალები, კანზასის ეროვნული გვარდია და აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის ქვედანაყოფები. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, ზუსტად რამდენი ჯარისკაცი იღებს მონაწილეობას წვრთნებში, რომელიც 24 ივლისამდე გაგრძელდება.

ცნობისთვის, "ოცნების" პრორუსული და ანტიდემოკრატიული პოლიტიკის შედეგად, აშშ-მა საქართველოსთან მასშტაბური სამხედრო წვრთნები, "ღირსეული პარტნიორი", რომელიც 2016 წლიდან ტარდებოდა, წელს განუსაზღვრელი ვადით გააუქმა. პენტაგონი თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება გამოიწვია "საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებებმა შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ, რომ ისინი ზეწოლას ახდენდნენ საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად და მონაწილეობა მიეღო გადატრიალების მცდელობებში". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი